"ფორთოხლებით ბრძოლა" იტალიაში

Sputnik

ევროპის ქვეყნებში დიდი მარხვის წინ ტრადიციული ფესტივალები და სანახაობრივი კარნავალები იმართება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ აღნიშნეს იტალიაში კარნავალი სახელწოდებით "ფორთოხლებით ბრძოლა".

იტალიის პატარა ქალაქ ივრეაში, რომელიც ტურინის პროვინციაში მდებარეობს, ყოველწლიურად იმართება კარნავალი "ფორთოხლებით ბრძოლა". ფორთოხლების შოუ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღონისძიებაა დიდი მარხვის წინ.

ბრძოლა თებერვალში ან მარტში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. კარნავალი გაზაფხულის დადგომისა და ადგილობრივების თავისუფლების სიმბოლოა.

ყოველწლიურად ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩადიან იტალიაში, რათა მონაწილეობა მიიღონ კოსტიუმირებულ დღესასწაულში – ივრეულ კარნავალსა და ტრადიციულ "ფორთოხლების ბრძოლაში".

1 / 10
ივრეის კარნავალი ისტორიის ათვლას 1808 წლიდან იწყებს, ფორთოხლებით ბრძოლის ტრადიცია მოგვიანებით გაჩნდა - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
2 / 10
ასეთი უჩვეულო დუელი 20-ე საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა
3 / 10
დღესასწაულის დროს, აივნებზე მდგარი გოგონები ფორთოხლებს გამვლელ ბიჭებს ესროდნენ, რათა მათი ყურადღება მიეპყროთ
4 / 10
შესაბამისად, ბიჭებიც იწყებდნენ ხილის გოგოების მიმართულებით სროლას. სწორედ ასე გადაიზარდა სახუმარო ჩვეულება ექსტრემალურ ბრძოლაში, რომელსაც თავისი წესები აქვს
5 / 10
ბრძოლა უბრალო მოქალაქეების ადგილობრივი მდიდრების წინააღმდეგ აჯანყების სიმბოლოა
6 / 10
ლეგენდის თანახმად, საუკუნის შუა პერიოდში იტალიის მიწების მფლობელ ბოროტ ჰერცოგ მარკუსს სურდა ღამე გაეტარებინა უბრალო გოგონასთან სახელად ვიოლეტა
7 / 10
თუმცა გოგონამ მას წინააღმდეგობა გაუწია და მისი მოკვლაც შეძლო, ხოლო მოკვეთილი თავი აივნიდან გადააგდო
8 / 10
ფორთოხლები მოკვეთილი ტავის სიმბოლოა, ხოლო ნარინჯისფერი - მამაცი მოქალაქეების, რომლებმაც ვიოლეტა მარკუსის ჯალათებისგან დაიცვეს
9 / 10
ფორთოხლებით ბრძოლაში ჯამში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს, რომლებიც 9 გუნდად იყოფიან. მაყურებლებს არ შეუძლიათ ხილის სროლა, თუმცა უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრებაში
10 / 10
შეჯიბრების შემდეგ მისი მონაწილეები ხშირად მიმართავენ საავადმყოფოებს სხვადასხვა ტრავმებით. თუმცა ივრეას მკვიდრებისთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას, რომ ფორთოხლების დუელი ყოველწლიურად გაიმართოს