აჭარაში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მათ შორის ბათუმსა და ოზურგეთში
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ქობულეთის რაიონის სოფელ ხინოდან სამ კილომეტრში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მიწისქვეშა ბიძგები ღამით, 00:21 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრა საგრძნობი იყო მათ შორის ბათუმის, ქედასა და ოზურგეთის მოსახლეობისთვის, იუწყება აჭარის ტელევიზია.