მხარი დავუჭიროთ თეკლა ეკალაძეს - Ты супер!-ის ქართველ მონაწილეს

თეკლამ კენჭისყრის მიხედვით გაუსწრო Ты супер!-ის გასული სეზონების ვარსკვლავებს, მათ შორის დიანა ანკუდინოვას და კრისტინა აშმარინას
Sputnik

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. პროექტ Ты супер!-ის ახალ სუპერსეზონში საქართველოს წარმოადგენს ცხრა წლის თეკლა ეკალაძე თბილისიდან, რომელსაც ძალიან სჭირდება მაყურებელთა მხარდაჭერა.

ახლა გოგონა აქტიურად ემზადება გადაღებებისთვის და გამოსვლებისთვის ვოკალურ შოუში, რომელიც ტელეარხ НТВ-ზე მარტში დაიწყება. НТВ-ს საიტზე უკვე გამოჩნდა მონაწილეების გვერდები, მაყურებელს მათი „დალაიქება“ დღეში ერთხელ შეუძლია. თეკლამ კენჭისყრის მიხედვით უკვე გაუსწრო Ты супер!-ის გასული სეზონების ვარსკვლავებს - დიანა ანკუდინოვას, კრისტინა აშმარინას, კირილ ესინს, კარინა ისმაილოვას, დარია ჩერნოვას და სხვ.

იმისათვის, რომ ხმა მისცეთ თეკლას, გადადით ამ ბმულზე.

თეკლამ რაც შეიძლება მეტი „ლაიქი“ უნდა დააგროვოს, რათა მაყურებელთა კენჭისყრაში გაიმარჯვოს და პრიზი მოიგოს.

Ты супер! – НТВ ვოკალური შოუს მესამე სეზონს იწყებს

„ვთხოვ ქართველებს რუსეთში და ჩემს საქართველოში „დამილაიქონ“ და მხარი დამიჭირონ. მე ძალიან ბედნიერი ვიქნები“, - განაცხადა თეკლამ Sputnik-ის ინტერვიუში.

თეკლა შვიდი წლის ასაკში დაობლდა. სამი წლის ასაკში დაკარგა მამა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, ოთხი წლის შემდეგ თავის ტვინის ანევრიზმით მის თვალწინ დედა დაიღუპა. გოგონას ზრდის ბებია - ლალი იმერლიშვილი.

მალე ტელეარხ НТВ-ზე შედგება საერთაშორისო ვოკალური პროექტ Ты супер!-ის ახალი სეზონის პრემიერა, რომელიც მშობლების მზრუნველობასმოკლებული ბავშვების ნიჭის მხარდაჭერაზე და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაზეა ორიენტირებული.

საერთაშორისო კონკურსს Ты супер! ატარებენ ტელეკომპანია НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik რუსეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.