კესარია აბრამიძე: მეხუთე კლასიდან ქალების სტილისტთან დავდიოდი

დიზაინერი კესარია აბრამიძე თავის ბავშვობაზე საუბრობს.
Sputnik

„ბაღში წასვლა არ მიყვარდა. ყოველთვის ვიცმევდი დედაჩემის კაბებს, ფეხსაცმელებს. რაც ჩემში ხდებოდა, ყველაფერი გათვიცნობიერებული მქონდა პატარა ასაკიდან. მეშვიდე კლასიდან სკოლაში ტონალურით დავდიოდი. ისე ხდებოდა ყველაფერი, როგორც მინდოდა და ჩემი ვიზუალი ყოველთვის მშველოდა“, – ამბობს კესარია აბრამიძე.

როგორც დიზაინერი იხსენებს, როდესაც ბაღში შესვლამდე კაბას ხდიდნენ, ისტერიკა ემართებოდა.