Prodigy-ს ვოკალისტი კიტ ფლინტი გარდაიცვალა

ფლინტის ნათესავები და ახლობლები მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზებზე არ საუბრობენ.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი The Prodigy-ს სოლისტი კიტ ფლინტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა The Sun-ზე დაყრდნობით.

გარდაიცვალა კომპოზიტორი და დირიჟორი მიშელ ლეგრანი

მუსიკოსი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ესექსის საგრაფოში დღეს, დილით ნახეს.

კიტ ფლინტი 1969 წელს დაიბადა. 1990 წელს ჯგუფი The Prodigy დააარსა. თავიდან იგი კოლექტივში როგორც მოცეკვავე ირიცხებოდა, 1996 წელს კი როგორც ვოკალისტმა პირველი სინგლი ჩაწერა.

ჯგუფი The Prodigy საქართველოს 2016 წლის ზაფხულში ფესტივალ Black Sea Jazz Fest-ის ფარგლებში სტუმრობდა.