ნავენახევის მღვიმე დამთვალიერებლისთვის დაკეტილია

მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ის ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. თერჯოლაში ნავენახევის მღვიმე დამთვალიერებლისთვის დროებით დაიკეტა, ნათქვამია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, მღვიმე წყლის დონის მატების გამო დაიკეტა.

საქართველოს 12 დაცულ ტერიტორიას გაერო დაეხმარება

ნავენახევის მღვიმე იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევში მდებარეობს. 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხდარბაზიანი მღვიმე გამოირჩევა განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით.

მღვიმე შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ის ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.

მღვიმესთან ახლოს ვიზიტორებისთვის აშენდა ცენტრი, ამფითეატრი, კაფე და სუვენირების მაღაზია, ცალკე გამოიყო საგანმანათლებლო და საბავშვო გასართობი სივრცე. მღვიმეში დამონტაჟებულია თანამედროვე განათება, მოწყობილია ეკო-ტურისტული ბილიკი.