ავტოკატასტროფა გურჯაანში: არის დაღუპული და რამდენიმე დაშავებული

ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გუშინ საღამოს სოფელ კაჭრეთთან მოხდა. ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა რამდენიმე, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გურჯაანისა და საგარეჯოს საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.