საქართველოს 12 დაცულ ტერიტორიას გაერო დაეხმარება

ხუთწლიანი პროგრამა კავკასიის ბუნების ფონდისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიები გაეროს განვითარების პროგრამისგან და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან მრავალმხრივ დახმარებას მიიღებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხუთწლიანი პროგრამა კავკასიის ბუნების ფონდისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდება.

2018 წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება შემდეგ 12 დაცულ ტერიტორიას მოიცავს: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მაჭახელას ეროვნული პარკი და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები.

პროგრამის სრული ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღწევს და მასში გაერთიანებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) გრანტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსება, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წილი და საქართველოს ბანკის წილი.