ვითარება საქართველოს გზებზე: ამოქმედდა შეზღუდვები

ტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, ქარბუქი, ლიპყინული) გამო შეიზღუდა
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, ქარბუქი, ლიპყინული) გამო საქართველოში საერთაშორისო და  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  ზოგიერთ გზებზე შეზღუდვები მოქმედებს, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 138-158-ე კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ზემო ლარსი დღეს: რუსეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

შეზღუდვებია დაწესებულია ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის და მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-40-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 37-55-ე კმ (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 32-72-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,  ნახევრადმისაბმელიანი  ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უამინდობა საქართველოში: სინოპტიკოსები ნალექსა და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-186-ე კმ (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30-100-ე კმ (ჯვარი-ლახამულა) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო 100-186-ე კმ (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის 1-30-ე კმ (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.