გასულ წელს საქართველოში პროფესიული განათლება 12 ათასამდე სტუდენტმა მიიღო

სტუდენტთაგან 50,4 % ქალია და 49,6 % კაცი
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოში 2018 წელს ფუნქციონირებდა 118 საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სტუდენტები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან 39 საჯაროა და 79 კერძო. 2018 წელს ჩარიცხულია 11 820 სტუდენტი, რომელთაგან 48 % ქალია და 52 % - კაცი.

პროფსასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა შემცირდა

2017 წელთან შედარებით სტუდენტების მიღება შემცირებულია 24,4 %-ით. ჩარიცხული სტუდენტების უმეტესობა მოდის ინჟინერიის პროგრამებზე (31,6 %), ჯანდაცვის (15,8 %), ბიზნესის ადმინისტრირებაზე (15 %) და აგრარულ მეცნიერებებზე (14,5 %). ჩარიცხული სტუდენტების 26,5 % არის 18-20 წლის ასაკის, 20,9 % - 21-23 წლის, ხოლო ყველაზე მცირე (9,1 %) - 15-17 წლის ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.

2018 წელს კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ შეადგინა თითქმის 12 ათასი სტუდენტი, რომელთაგან 50,4 % ქალია და 49,6 % კაცი.

გასულ წელთან შედარებით კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 22,3 %-ით არის გაზრდილი. მათი რიცხოვნობა ასე ნაწილდება: თბილისი (51,5%), აჭარა (14,7 %), იმერეთი (9,7 %), სამეგრელო-ზემო სვანეთი (6,4 %), ხოლო ყველაზე მცირე მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე (2,6 %).