თბილისი, 2 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1973 წელს დაბადებული გ.ა., 1974 წელს დაბადებული ზ.კ. და 1984 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.