სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში: დაკავებულია 20-მდე ადამიანი

გამოძიება დაკავებულებს ქურდული სამყაროს წევრობასა და ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება.
Sputnik

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციამ ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციის შედეგად 20-მდე ადამიანი დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის

საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსში 41-ე ადგილი დაიკავა

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს.

გამოძიება დაკავებულებს ქურდული სამყაროს წევრობასა და ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება.

გავრცელებული ინფორმაცია დაკავებულების ადვოკატებმა დაადასტურეს.

არსებული ინფორმაციით, გამთენიისას ჩხრეკა ყველა დაკავებულის ოჯახში ჩატარდა.