სენაკსა და ფოთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის სამი პირი დააკავა.
Sputnik

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენაკსა და ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 20-მდე ადამიანი დააკავეს.

სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში: დაკავებულია 20-მდე ადამიანი

უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა. ესენი არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ჩ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები 1979 წელს დაბადებული მ.გ. და 1978 წელს დაბადებული მ.ლ.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“ - ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდთან (ზედმეტსახელად „ბონჩო"), სტავრო ბაირამიდთან - (ზედმეტსახელად „როკო"), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, სსკ-ის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.