კახეთში 3400 ლარის ღირებულების უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს

სამართალდამცველებმა სხვადასხვა დასახელების 58 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - ვისკი ამოიღეს
Sputnik

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა  დაკავებულის სატრანსპორტო საშუალებიდან  სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 58 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - ვისკი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ამოღებული ალკოჰოლური სასმელის საერთო საბაზრო ღირებულებამ 3 400 ლარი შეადგინა.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.