შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში
პატარა ლეკვმა ემოციები ვერ შეიკავა, როდესაც მიხვდა, რომ თავშესაფარში დარჩენა აღარ მოუწევდა და მზრუნველ პატრონთან იცხოვრებდა
მისი სახელია მაილი. ის სულ რამდენიმე თვის იყო, როდესაც თავშესაფარში აღმოჩნდა.
კადრებში ჩანს, როგორ იღიმის ლეკვი, როდესაც ზემოთ იხედება და გარშემო ხალხს უყურებს.
"თუ ეს თქვენს დღეს არ გაალამაზებს, მაშინ არ ვიცი რა შეძლებს ამას", - ვიდეოს სათაურად დაურთო ავტორმა. როგორც მან კომენტარებში დაწერა, მაილი ახლა მასთან ცხოვრობს და სულ იღიმის.