თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სამართალდამცველი ორგანოები მკვლელობის ბრალდებით ეძებდნენ, ერევანში დააკავეს, იუწყება Sputnik-სომხეთი პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„28 თებერვალს, 23:30 საათზე სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერევანში ერთ-ერთი შენობის სიახლოვეს აღმოაჩინეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს საქართველოს მოქალქე, 38 წლის შოთა ც. “, — ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული პირი 25 თებერვლიდან იძებნება საქართველოს ტერიტორიაზე. მას ორი და მეტი პირის მკვლელობასა და აგრეთვე იარაღის უკანონო ტარება-გადატანაში ედება ბრალი.
როგორც გაირკვა, დაკავებულმა სომხეთთან საზღვარი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რეგისტრაციის გარეშე გადაკვეთა, შესაბამისი დოკუმენტების გარეშე. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მასალების მოკვლევა.