გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება

გავრცელებული ინფორმაციით, ორსართულიანი მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. გუდამაყრის სოფელ ჩოხში მწერალ გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება, იუწყება მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, ორსართულიან მუზეუმში, რომლის სამშენებლო სამუშაოებიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს, განთავსდება მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და აგრეთვე ადმინისტრაციული სივრცე.

ამასთან, კეთილმოეწყობა ეზო, მწერლის სახელობის წყარო და ასევე ღია სცენა.

აღსანიშნავია, რომ ჩოხი გოდერძი ჩოხელის, ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და კინორეჟისორის მშობლიური სოფელია. სწორედ იქ დაიბადა ის 1954 წლის 2 ოქტომბერს.