თბილისი, 1 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში კვირას, 3 მარტს, ღამით თოვლს, დღისით კი უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
მზე 07:33 საათზე ამოვა და 18:53 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +2 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
დედაქალაქში ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.