თბილისელი კატები

Sputnik

არსებობს ქალაქები, რომლებიც ცნობილი გახდა იმით, რომ იქ ცხოვრობენ კატები. სტამბულს, მაგალითად, "კატების ქალაქს" უწოდებენ. ამის შესახებ მსგავსი დასახელების დოკუმენტური ფილმიც არსებობს. თუმცა თბილისში არანაკლებად არიან კატები ქუჩებში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში თბილისელი კატების სურათები

კატები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულები არიან, როგორც შინაური ცხოველები. მათ, როგორც ძაღლებს, ადამიანის მეგობარს უწოდებენ. შინაური კატების ისტორია 10 ათას წელზე მეტს ითვლის.

მეცნიერული თვალსაზრისით, კატა კატისებრთა ოჯახის, მტაცებელთა რიგის ძუძუმწოვარა ცხოველია. წარსულში კატას ხშირად განიხილავდნენ ცალკე ბიოლოგიურ სახეობად. თანამედროვე ბიოლოგიის თვალსაზრისით, შინაური კატა (Felis silvestris catus) ტყის კატის ქვესახეობაა (Felis silvestris)

კატები, მათ შორის შინაურებიც, კვლავ მტაცებლები არიან. ისინი ნადირობენ მღრღნელებზე, ფრინველებსა და პატარა ცხოველებზე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მიიპყრო ადამიანის ყურადღება ამ ცხოველმა. საკონტაქტოდ კატა ხმოვანი სიგნალების ფართო დიაპაზონს იყენებს, ასევე ფერომონებსა და სხეულის მოძრაობას.

ამ დროისათვის მსოფლიოში დაახლოებით 600 მილიონი შინაური კატაა. სპეციალისტებისათვის ცნობილია კატების დაახლოებით 200 ჯიში, როგორც გრძელბეწვიანები, ასევე უბეწვო ჯიშები.

1 / 10
კატები გაზაფხულის მაცნეები არიან
2 / 10
თებერვალსა და მარტში ქუჩებში კატების კნავილი ხშირად გვესმის. გამოთქმა "მარტის კატებიც" აქედან მოდის
3 / 10
მას შემდეგ, რაც თბილისში ქუჩის კატებზე ზრუნვას მეტ დროს უთმობენ, კატების რაოდენობამ იმატა
4 / 10
თუმცა ხანდახან რთულია ქუჩის და შინაური კატების გარჩევა
5 / 10
რათქმაუნდა, კატების პატრონები ცდილობენ მათ სახლში გაჩერებას, თუმცა ადრე თუ გვიან კატები მაინც აღწევენ გარეთ
6 / 10
შინაური კატების ისტორია 10 ათას წელზე მეტს ითვლის
7 / 10
თუმცა ადამიანთან ხანგრძლივი თანაცხოვრების შედეგად კატები არ ქცეულან მეტად დამჯერე და თვინიერ ცხოველებად, როგორ ეს ძაღლების შემთხვევაში მოხდა
8 / 10
კატებმა მტაცებლური თვისებები შეინარჩუნეს, ისინი ახლაც მონადირეები არიან, დეკორატიული ჯიშის წარმომადგენლებიც კი
9 / 10
თბილისში ქუჩის კატებს ყველგან შეხვდებით - ქალაქის ცენტრშიც და გარეუბნებშიც
10 / 10
ხშირად ქალაქის მკვიდრები ქუჩის კატებს აჭმევენ და ზრუნავენ მათზე