მსოფლიოს ჯაზის ვარსკვლავები თბილისელების წინაშე წარსდგებიან. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში თბილისის ჯაზ ფესტივალის დაწყების სურათები
გუშინ საღამოს ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში თბილისელებს საშუალება ექნებათ იხილონ ჯაზის ვარსკვლავების დაუვიწყარი საღამო. კონსერვატორიის სცენაზე გახსნის დღეს წარსდგნენ ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები. ძველი და ახალი თაობის მუსიკოსთა წარმომადგენლებმა მსოფლიო ჯაზის შედევრები შეასრულეს.