თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. თბილისის 192-ე საჯარო სკოლაში სუიციდის მცდელობა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
არასრულწლოვანმა გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. წინასწარი ინფორმაციით, მან წნევის დამწევი აბები მიიღო. ამის შესახებ გოგონამ კლასელებს გამოსამშვიდობებელი SMS-ის საშუალებით თავად შეატყობინა, ამის შემდეგ კი ის სკოლის უკან იპოვეს.
დირექტორის განცხადებით, მოზარდი გონზე იყო, ის სკოლაში შეიყვანეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მომხდარის კონკრეტული მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ამჟამად გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკას სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.
სუიციდის მცდელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.