ბრძოლა ნარკოდანაშაულთან: დაკავებულია ერთი პირი

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 39  წლის პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ სასტუმროში ნარკომოვაჭრე დააკავა - დაკავების ვიდეოკადრები

უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.