მიწისძვრა ინდონეზიაში: ტრაგედიის ზონაში ევაკუაცია გამოცხადდა

ასობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ხელისუფლება საგანგებო ზომებს იღებს
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, იუწყება РИА Новости Xinhua News Agency-ზე დაყრდნობით.

მიწისძვრების სერია აზერბაიჯანში: დაშავდა რამდენიმე ადამიანი >>

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში, დასავლეთ სუმატრას პროვინციაში 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ხუთშაბათს ღამით მოხდა. კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 5,6 ბალი შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქ პასამანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 38 კილომეტრში მდებარეობდა.

მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა დაახლოებით 100 სახლი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოლოკის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ, საველე ჰოსპიტალი და დროებითი კარვები მოეწყო.