სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ დღეს საქართველოს ყველაზე მოდური პოლიტიკოსი მეუღლესთან, ცნობილ დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ერთად მილანში იმყოფება.
„Sputnik–საქართველო" კალაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მკითხველს სთავაზობს, შეაფასოს მისი ჩაცმის სტილი, რომელიც განსჯის საგანი არაერთხელ გამხდარა.
რამდენიმე კვირის წინ კალაძის ვარდისფერი ქუდი სოციალურ ქსელში ლამის ყველაზე პოპულარულ თემად იქცა. ბევრმა „მოდის კრიტიკოსმა" მერი აქსესუარის ფერის გამო გააკრიტიკა.
კალაძეს მკვეთრი ფერის ქურთუკები უყვარს
კალაძის გარდერობში ნათელი, კაშკაშა ფერის კოსტიუმებია, რომლებიც მერის ოფიციალურ-საქმიანი სტილის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს
მერის კოსტიუმები ყოველთვის დეტალებით გამახსოვრდება
სპორტული წარსული კი მუდამ მის გვერდითაა. თბილისის მერი ხშირად შეიძლება სპორტულ ფეხსაცმელში იხილოთ
მათ შორის ულტრამოდურ სპორტულ ფეხსაცმელში
ხშირად კალაძე ქალაქის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებს პირადად ეცნობა, ამ დროს მას ყოველდღიურ, თავისუფალი სტილის ტანსაცმელში იხილავთ
ოფიციალურ ღონისძიებებზე კალაძე ყოველთვის შესაბამისად გამოიყურება. აი, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე.
მთლიანობაში, რთულია არ დაეთანხმო მოსაზრებას, რომ თბილისის მერი ერთ-ერთი ყველაზე მოდური პოლიტიკოსია არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ.