ოსკარი 2019: წითელი ხალიჩა და დაჯილდოების ცერემონია

Sputnik

ლოს-ანჯელესში "ოსკარის" დაჯილდოების 91-ე ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები ღრმა დეკოლტეებით, საუცხოო კაბებითა და სმოკინგებით წარდგნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ყველაზე მოდური სამოსების სურათები.

ამერიკული კინოაკადემიის "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონია 25 თებერვალს გაიმართა. გამარჯვებულების ვინაობა წინასწარ ადვილად გამოსაცნობი იყო, აი, ვარსკვლავების სამოსი კი მათ წითელ ხალიჩაზე გამოჩენამდე არავის ჰქონდა ნანახი. ღონისძიების დამსწრეთა ჩაცმულობამ მაყურებლები ნამდვილად გააოცა.

 

1 / 18
ტრადიციულად, "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში, კინოთეატრ "დოლბიში" გაიმართა
2 / 18
წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ათობით ვარსკვლავი წარსდგა
3 / 18
ნამდვილი ფურორი მოახდინა შარლიზ ტერონმა Dior Couture-ით: მსახიობს თმის ფერი აქვს შეცვლილი, რაც ძალიან უხდება
4 / 18
ცნობილი ადამიანების იდეალური გარეგნობის უკან იმალება ჰოლივუდის სტილისტების შრომა, მათი კაბების შეკერვას კი ათობით საათი დაჭირდა
5 / 18
წითელ ხალიჩაზე წარსდგა ჯილდოს ერთ-ერთი ნომინანტი ბრედლი კუპერი მეუღლესთან, ირინა შეიკთან ერთად. მოდელმა ღონისძიებისთვის ოქროსფერში კომბინირებული შავი ვიწრო კაბა შეარჩია. კაბის მთავარი დეტალი - ღრმად ამოღებული წელია
6 / 18
საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის დაჯილდოებულები ცერემონიის შემდეგ
7 / 18
მსახიობმა ჯეისონ მომოამ და მისმა მეუღლემ ერთ ფერში შეარჩია სამოსი, რის წყალობითაც ისინი ძალიან ჰარმონიულად გამოიყურებოდნენ
8 / 18
წითელ ხალიჩაზე ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მსახიობი და მომღერალი ბილი პორტერის სმოკინგი აბრეშუმის ფართო კაბით
9 / 18
ამერიკელი ვარსკვლავი შანგელას სტილისტებმა მრავალი საათი იმუშავეს განსაკუთრებული სამოსის შესაქმნელად, თუმცა განსაკუთრებით ყურადღებას მისი ვარცხნილობა იქცევდა
10 / 18
ემილია კლარკი Balmain-ის ღა ფერის კაბით. მსახიობის კაბა ძალიან მსუბუქად გამოიყურებოდა
11 / 18
მოდელი Raven Lyn "ოსკარი-2019" დაჯილდოების ცერემონიის აფთერფართიზე Vanity Fair
12 / 18
ბენდი Queen-ის წევრებისა და ადამ ლამბერტის გამოსვლა დაჯილდოების ცერემონიაზე
13 / 18
მსახიობ რემი მალეკს ჯგუფი Queen-ის ფრონტმენის, ფრედი მერკურის როლისათვის ოსკარი გადაეცა
14 / 18
"ვარსკვლავის დაბადების" მთავარი როლების შემსრულებლებმა ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა შეასრულეს სიმღერა Shallow, რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცა
15 / 18
ჰანა ბიჩლერს ოსკარი გადაეცა საუკეთესო დამდგმელი რეჟისორის ნამუშევრისათვის
16 / 18
მსახიობი ჯულია რობერთსი "ოსკარი-2019-ზე" თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა
17 / 18
მომღერალი მაილი საირუსი ღრმა დეკოლტით შესანიშნავად გამოიყურებოდა "ოსკარი-2019" დაჯილდოების ცერემონიის აფთერფართიზე Vanity Fair
18 / 18
კეისი მასგრეივი ცერემონიაზე Giambattista Valli-სკოლექციის ვარდისფერი მსუბუქი კაბით წარსდგა