ძარცვა ასპინძაში - დაკავებულია 23 წლის ახალგაზრდა

თავდამსხმელმა მოქალაქეს ძალის გამოყენებით კუთვნილი მობილური ტელეფონი და ფული გასტაცა
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძარცვის ფაქტზე 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრიწყაროს რაიონში შვიდი ცხენი მოიპარეს – დამნაშავე დაკავებულია

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული ასპინძაში ერთ-ერთ მოქალაქეს ქუჩაში თავს დაესხა. თავდამსხმელმა მოქალაქეს ძალის გამოყენებით კუთვნილი მობილური ტელეფონი და ფული გასტაცა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ტელეფონი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ძალადობით ჩადენილი ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.