ქართველმა ჩოგბურთელმა ახალი რეკორდი დაამყარა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველი ჩოგბურთელი АТР-ს რეიტინგში ასე პირველად დაწინაურდა.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა მამაკაცთა შორის ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი რეკორდი დაამყარა და АТР-ს განახლებულ რეიტინგში მე-20 ადგილიდან მე-19-ზე გადაინაცვლა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს უმაღლესი პოზიციაა, რომელიც ქვეყნის ჩოგბურთელს ოდესმე დაუკავებია.

ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციამ ბასილაშვილს საგანგებო ვიდეორგოლი მიუძღვნა

გასულ კვირაში ბასილაშვილი კორტებზე არ გამოსულა, ხოლო მისი პროგრესი იმას უკავშირდება, რომ არგენტინელი დიეგო შვარცმანი წარუმატებლად გამოვიდა რიო-დე-ჟანეიროში და რეიტინგში მდგომარეობა ექვსი საფეხურით გაიუარესა.

რეიტინგის ტოპ-ათეული უცვლელი დარჩა. მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიას კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უდგას სათავეში. მეორე ადგილზეა ესპანელი რაფაელ ნადალი, ხოლო მესამეზე – ალექსანდრ ზვერევი გერმანიიდან.

ამ დღეებში ბასილაშვილი მონაწილეობას მიიღებს АТР-500 სერიის ტურნირში, რომელიც 25 თებერვალს დუბაიში იწყება – Dubai Duty Free Tennis Championships. ბასილაშვილის პირველი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება.

Dubai Duty Free Tennis Championships 2 მარტამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია თითქმის სამი მილიონი დოლარი. მოქმედი გამარჯვებულია ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი.