ქართველმა სამბისტებმა მინსკის ტურნირზე ცხრა მედალი მოიპოვეს

სამი ქართველი სპორტსმენი ოქროს მედლის მფლობელი გახდა
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნაკრების სამბისტებმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს პრიზზე საერთაშორისო ტურნირზე მინსკში 9 მედალი მოიპოვეს, იუწყება პირველი არხი.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ: დავით ლორიაშვილი (-100 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ) და ნინო ოძელაშვილი (-80 კგ). აღსანიშნავია, რომ ოძელაშვილი მისთვის ახალ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მანამდე ის 72 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს - ირაკლი კუპატაძემ (-57 კგ) და ლევან ნახუცრიშვილმა (-74 კგ), ხოლო ბრინჯაოს - ვახტანგ ჩიდრაშვილმა (-62 კგ), ბესო ბერულავამ (-82 კგ), პაატა ღვინიაშვილმა (-90 კგ) და ელენე ქებაძემ (+80 კგ).

მინსკის ტურნირი გახდა მომზადების ერთ-ერთი ეტაპი II ევროპული თამაშებისთვის, რომელიც ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე წლის 21-30 ივნისს გაიმართება.