ბაქოში საქართველოს მოქალაქე მოიტაცეს

ეკონომიკური უნივერსიტეტ UNEC-ის სტუდენტი გოგონა ქორწინების მიზნით მოიტაცეს
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე, პირველი კურსის სტუდენტი გოგონა ბაქოში ეკონომიკური უნივერსიტეტ UNEC-ის შენობის წინ მოიტაცეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ნარიმანის რაიონის პოლიციის მე-16 განყოფილებას გატაცებულის დედამ მიმართა. ქალმა განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი, 18 წლის საქართველოს მოქალაქე აკადემიკოს ჰასან ალიევის ქუჩაზე მდებარე უნივერსიტეტის მეორე კორპუსის კარებთან მოიტაცეს.

ვისთან დაქორწინებას კრძალავს კანონი? - იცოდეთ თქვენი უფლებები

ცნობილია, რომ გამტაცებელია ახალგაზრდა მამაკაცი სახელად ქიანანი.

პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს გამოძიება და დაადგინეს, რომ გოგონა ქორწინების მიზნით გაიტაცეს. ოპერმუშაკებმა ახალგაზრდებს მიაგნეს.

დადგენილია, რომ გოგონა თანახმაა ცოლად გაჰყვეს გამტაცებელს, ასე რომ მალე ქორწილიც იქნება.