ძალიან ემოციური ძაღლი უყურებს მულტფილმს "მეფე ლომი" – ვიდეო

ოთხი თვის ძაღლმა უყურა მულტფილმის ყველაზე სევდიან მონაკვეთს – სიმბას მამის მუფასას სიკვდილის სცენას
Sputnik

ოთხი თვის ძაღლმა უყურა მულტფილმის ყველაზე სევდიან მონაკვეთს – სიმბას მამის მუფასას სიკვდილის სცენას.

"ჩვენ არ ვიმსახურებთ ძაღლებს", – ასეთი კომენტარი დაურთო ავტორმა ვიდეოს, რომელმაც სამ დღეში მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

ეს საყვარელი ძაღლი სულ ოთხი თვისაა, მას ლუნა ქვია. ვიდეოს ავტორის თქმით, ის მეუღლესთან ერთად უყურებდა მულტფილმს, ამ დროს კი მათი ძაღლი თამაშობდა.

თუმცა, მუფასას კლდიდან გადავარდნის მომენტში ლუნა გაჩერდა და ტელევიზორის ყურება დაიწყო. კადრებში ჩანს, როგორ განიცდის ძაღლი, როდესაც პატარა სიმბა მკვდარ მამასთან მიდის.

როდესაც სიმბა მუფასას თათზე დებს თავს, ლუნაც წვება სავარძელზე. ძაღლის პატრონის თქმით, ის ამ მომენტში ტიროდა კიდეც.