კურიოზი გზაზე – როგორ გაიჭედა სატვირთო თბილისის ერთ-ერთი ხიდის ქვეშ

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გზაზე სახალისო შემთხვევა მოხდა – სატვირთო ხიდის ქვეშ გაიჭედა. იხილეთ თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები
Sputnik

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გზაზე სახალისო შემთხვევა მოხდა – სატვირთო ხიდის ქვეშ გაიჭედა. იხილეთ თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები.

თბილისის ხიდების სიმაღლე, მათ შორის ძველების, როგორც წესი, ოთხ მეტრზე ნაკლები არაა. ყოველ შემთხვევაში, თითოეული ხიდის ქვეშ უნდა ეკიდოს ნიშანი, რომელიც მისი სიმაღლის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. მაღალი ავტომობილების მძღოლები ან გაბარიტებს გაცდენილი ტვირთის ტარების დროს ავტომობილისტები ვალდებული არიან სიმაღლე წინასწარ გათვალონ, სანამ ხიდის ქვეშ გავლას ეცდებიან. თუმცა ამ ვიდეოს მიხედვით, აშკარაა, რომ სატვირთოზე დადებული ხეების სიმაღლე გადამზიდებმა ვერ გათვალეს. შედეგად მანქანა ცოტნე დადიანის გამზირიდან გიორგი ჩიტაიას ქუჩისკენ მიმავალ გზაზე ხიდის ქვეშ გაიჭედა.