პატრიარქი წირვის დროს შეუძლოდ გახდა        

გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირებმა ილია მეორე  წირვის დასრულებამდე აზიარეს და სადიაკვნოდან გაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ღვთისმსახურების დროს პატრიარქს თავბრუ დაეხვა. სასულიერო პირებმა ის წირვის დასრულებამდე აზიარეს და სადიაკვნოდან გაიყვანეს.

პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით,  ილია მეორეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ახლა საპატრიარქოში იმყოფება.