რეჟისორი გიორგი დანელია ხელოვნურ კომაშია

გიორგი დანელია საავადმყოფოში შაბათს მიიყვანეს ფილტვების ანთების დიაგნოზით. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. რეჟისორი გიორგი დანელია ექიმებმა ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს რეჟისორის მეუღლე გალინა იურკოვა-დანელიამ.

„ის ხელოვნურ კომაში განზრახ შეიყვანეს, რათა სუნთქვა დაუსტაბილურონ. ფილტვების ინფექციური ანთება აქვს და სუნთქვა არ შეუძლია“, — განმარტა რეჟისორის მეუღლემ.   

გიორგი დანელია საავადმყოფოში შაბათს მიიყვანეს ფილტვების ანთების დიაგნოზით. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.