თბილისში ვახუშტის ხიდი ხვალ ორი საათით ორმხრივად გადაიკეტება

ამასთან დაკავშირებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის მარშრუტი.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, კვირას, 24 თებერვალს 09:30 საათიდან 11:30 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა თბილისში ვახუტის ხიდზე დაიკეტება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამასთან დაკავშირებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის მარშრუტი.

თბილისში ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია იწყება

კერძოდ, ამ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სამარშრუტო ტაქსები იმოძრავებენ წერეთლის გამზირსა და თამარ მეფის ხიდზე და შემდეგ გმირთა მოედნამდე, მერე კი ჩვეულებრივი მარშრუტით გააგრძელებნ გზას.

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი მტკვარზე 1978 წელს აიგო. მისი საერთო სიგრძე 220,5 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე - 21 მეტრი.

ხიდის სარემონტო სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება 2015 წელს კვლევის შედეგად არის მიღებული, რომელიც მთელი თბილისის მასშტაბით ჩატარდა. სამუშაოებს, რომელიც ხუთ თვეს უნდა გაგრძელდეს, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს.