ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუში - არის მსხვერპლი

შემთხვევა დღეს სოფელ ლეგახარეში მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
Sputnik

 

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.

შემთხვევა დღეს სოფელ ლეგახარეში მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შედეგად ავტომობილში მყოფი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთ ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.