ხანძარი ახმეტაში - არის მსხვერპლი

პირველადი ვერსიით, მამაკაცი გამათბობელზე დავარდა და ცეცხლი მოედო.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად 71 წლის მამაკაცი დაიღუპა.

უბედური შემთხვევა სოფელ ზემო ალვანში გუშინ გვიან ღამით მოხდა, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

"ქალაქის გული" ცეცხლში – კიდევ ერთი ხანძარი თბილისში

ცეცხლი ცენტრში მდებარე სავაჭრო ობიექტების საყარაულო ჯიხურში გაჩნდა.

პირველადი ვერსიით, მამაკაცი გამათბობელზე დავარდა, რის შემდეგაც ცეცხლი შენობას მოედო.

ობიექტზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე კრიმინალური პოლიცია და ექსპერტები მუშაობენ.