საქართველო - მრავალფეროვანი და საუცხოო ბუნების ქვეყანა, მარტო ტურისტებს კი არ ხიბლავს დიდებული სილამაზით, არამედ ადგილობრივებსაც.
წელს თბილისელებს ქალაქში თოვლის ფანტელისთვის თვალიც არ მოუკრავთ, მაგრამ ეს ხელს არ უშლით, ნამდვილ ზამთრის ზღაპარში ამოყონ თავი, თუ ასიოდე კილომეტრს გაივლიან ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით.
დიახ, სულ რაღაც საათნახევარი და სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდებით. აქ თითქოს ის მიჯნა გადის, რომლის მიღმაც ჯადოსნური ქვეყანა იწყება - თოვლით, ყინვით, ქარბუქით... და ეს მაშინ, როცა თბილისში მზე ანათებს.