გრიპის ნიშნებით ხულოში ოთხი წლის ბავში დაიღუპა

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ იგივე სოფლიდან გრიპის ნიშნებით კიდევ რვა ბავშვი იყო მიყვანილი, რომლებიც მოგვიანებით მშობლებმა ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ხულოს რაიონულ საავადმყოფში ოთხი წლის ბავშვი გრიპის ნიშნებით დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

„ღორის გრიპი“ უკან იხევს – ბოლო მონაცემები

შემთხვევა გუშინ, 22 თებერვალს მოხდა. ბავშვი სოფელ წაბლნარიდან რეანიმობილით გადაიყვანეს საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს - ბავშვი დაახლოებით ორ საათში დაიღუპა.  

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ იგივე სოფლიდან გრიპის ნიშნებით კიდევ რვა ბავშვი იყო მიყვანილი, რომლებიც მოგვიანებით მშობლებმა ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, კლინიკებში მიმართვიანობა წელს ორჯერ გაიზარდა. ამჟამად 100 ათას ადამიანზე 221 დაავადებული მოდის.