სისხლიანი გარჩევა გურიაში: დაიღუპა 46 წლის მამაკაცი

თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი 46 წლის ოთარ მუქია ფოთის საავადმყოფოში გუშინ,  გვიან ღამით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში გუშინ, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს უცხო პირი დაესხა თავს და ორი გასროლა განახორციელა დაახლოებით 15 წუთის ინტერვალით.  შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაიჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი ლანჩხუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე ფოთის ჰოსპიტალში.

თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.