თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 55 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის" 13 აბი ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.