ქართველი ძიუდოისტი იაპონიაში დააკავეს

საქართველოს მოქალაქეზე იაპონიაში გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ რა საქმეზე, ჯერჯერობით უცნობია
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. იაპონიაში საქართველოს საელჩოში დაადასტურეს ინფორმაცია ქვეყნის მოქალაქის დაკავების შესახებ - მასმედიის ინფორმაციით, ეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, ცნობილი ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძეა.

ამ დროისთვის ოსაკაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია, მაგრამ გამოძიება გრძელდება. საელჩოს კავშირი აქვს როგორც მოქალაქესთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებთან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

რა გახდა დაკავების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ირაკლი ცირეკიძე ქართველი ძიუდოისტია. საქართველოს ნაკრებში გამოდიოდა 2000-იანი წლების შუა პერიოდში - 2010-იანი წლების დასაწყისში. არის პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი გუნდურ დისციპლინაში, ეროვნული დსა საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალი ტურნირის გამარჯვებული.