ინაშვილი: მგონი, პარლამენტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ ჩვენი ლექტორია

ოპოზიციური საპარლამენტო პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს.
Sputnik

„მე მგონი, პარლამენტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ ის არის ჩვენი ლექტორი და ჩვენ ვართ იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები. რომლებიც მუდმივად უნდა ვისმენდეთ ჩვენი ლექტორის , ბატონი კობახიძის სალექციო კურსს. მე მინდა, პარლამენტის თავმჯდომარეს შევახსენო, რომ ჩვენ არა ვართ სტუდენტები და მითუმეტეს, მისი სტუდენტები“, -ამბობს ირმა ინაშვილი.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის თქმით,  მათ კარგად იციან, რას ნიშნავს კონსტიტუცია,  ან სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი.