გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სისხლიანი გარჩევა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში 21 თებერვალს მოხდა.
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ლანჩხუთის რაიონში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 47 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამის შსს-ს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლიანი გარჩევა გურიაში: დაიღუპა 46 წლის მამაკაცი

სისხლიანი გარჩევა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში 21 თებერვალს მოხდა. 

გამოძიების ინფორმაცით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა. მათგან ერთი მათგანი, 46 წლის ოთარ მუქია ფოთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.