კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ თბილისში – საუკეთესო ფოტოები

Sputnik

თბილისში გამართულ საერთაშორისო კონგრესში „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტმა სტუმარმა სხვადასხვა ქვეყნიდან. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ მიმდინარეობდა ფორუმი.

კონგრესის მთავარი თემები იყო პრაქტიკული მაგალითები კომპანიისგან, რომელიც წარმატებით ახორციელებს ჰესების მშენებლობის პროექტებს ამერიკაში, ევროპასა და აზიაში, ასევე ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტები კასპიის ზღვის რეგიონსა და ცენტრალური აზიაში, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

კონგრესის მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანის, სომხეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები.

ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი და გამოფენა „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ პროფესიონალური პლატფორმაა დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის, გადაწყვეტილებების მისაღებად, ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ძალისხმევის კონსოლიდაციისთვის რეგიონის მთელი რიგი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და რეკონსტრუქცია/მოდერნიზაციის პროექტების რეალიზაციისათვის.

თბილისმა ამ კონგრესს მესამედ უმასპინძლა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“, ტრადიციულად, კონგრესის საინფორმაციო პარტნიორია.

 

1 / 14
მასშტაბურ საერთაშორისო კონგრესზე „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ თბილისში ათობით სტუმარი ჩამოვიდა
2 / 14
ორდღიან ფორუმში მუშაობა 150-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო სხვადასხვა ქვეყნიდან
3 / 14
ასეთი კონგრესი ქვეყნის ეკონომიკის სფეროსთვის არის მოვლენა, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის
4 / 14
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik ტრადიციულად კონგრესის საინფორმაციო პარტნიორია
5 / 14
კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ თბილისში უკვე მესამედ იმართება
6 / 14
კონგრესის მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანის, სომხეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები
7 / 14
თემებისადმი ინტერესზე, რომლებიც კონგრესზე წამოიჭრა, მეტყველებდა ისიც, რომ მონაწილეები უამრავ შეკითხვას სვამდნენ და სესიის დროს აქტიურად განიხილებოდა ყველა საკითხი
8 / 14
კონგრესის ფარგლებში თბილისში ასევე გაიმართა თემატური გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიებმა მიიღეს
9 / 14
ორი დღის განმავლობაში კონგრესის მონაწილეები განიხილავდნენ პრაქტიკულ მაგალითებს კომპანიისგან, რომელიც წარმატებით ახორციელებს ჰესების მშენებლობის პროექტებს ამერიკაში, ევროპასა და აზიაში, ასევე ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტები კასპიის ზღვის რეგიონსა და ცენტრალური აზიაში, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები
10 / 14
რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში კონგრესის გამართვას არ დაუკარგავს აქტუალობა, ყოველ ჯერზე მისი მონაწილეების სია საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება
11 / 14
კონგრესის მთავარი სპიკერები იყვნენ კომპანიის Georgian Energy Development Fund აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, კომპანიის Adjaristsqali Georgia აღმასრულებელი დირექტორი ჯოში პრაშანტი, ასევე კაირაკუმის ჰესის დირექტორი ფაიზულო ავეზოვი და სხვები
12 / 14
კონგრესი, სპიკერთა პლენარულ სხდომაზე გამოსვლის გარდა, პროფესიონალური პლატფორმაა დიალოგისათვის, გამოცდილების გაზიარებისათვის, გადაწყვეტილებების მისაღებად, ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ძალისხმევის კონსოლიდაცია რეგიონის მთელი რიგი ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობისა და რეკონსტრუქცია/მოდერნიზაციის პროექტების რეალიზაციისათვის
13 / 14
კონგრესის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საკუთარი ქვეყნების მთავრობის გეგმები ინვესტორებთან, სხვადასხვა სფეროებთან და ახალ იდეებთან დაკავშირებით
14 / 14
კონგრესის მსვლელობისას მისმა მონაწილეებმა ჰიდროენერგეტიკის სფეროში 40-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი განიხილეს