თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა წალენჯიხაში ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, 18 წლის მამაკაცმა სოფელ ჯვარში მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მეორე ბრალდებულმა კი მოპარული ნივთები გაასაღა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ორიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.