საქართველო თანაუგრძნობს ბანგლადეშს – ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 78–ს მიაღწია

საქართველოს ბანგლადეშელ ხალხს  მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო სამძიმარს უცხადებს
Sputnik

თბილისი,  21 თებერვალი  — Sputnik.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბანგლადეშის  დედაქალაქ  დაკაში  ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის შედეგად 78 ადამიანის დაღუპვის გამო ბანგლადეშის მოსახლეობას  თანაგრძნობას უცხადებს, ნათქვამია უწყების Facebook –გვერდზე.

ხანძარი სახლში, რომელიც ქიმიკატების საწყობად გამოიყენებოდა, ოთხშაბათს, საღამოს გაჩნდა. წინასწარი ინფორმაცით, ხანძრის მიზეზი  გაზის ბალონის აფეთქება გახდა. დაღუპულთა შორის არიან გამვლელები და შემთხვევის ახლოს მდებარე კაფეს სტუმრები.

 „საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ბანგლადეშელ ხალხსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, ხანძრის შედეგად დაშავებულებს კი, სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხანძრის შედეგად დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა.