თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე რუსეთის 23 წლის მოქალაქე დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის მოქალაქე ქალაქ რუსთავში დააკავეს. უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 48 შეკვრად დაფასოებული, ასევე დასაფასოებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო.
საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.