პოლიციამ თურქეთის მოქალაქეს კილოგრამი კოკაინი უპოვა

თურქეთის მოქალაქე ინახავდა კოკაინს, რომელიც ბრაზილიიდან საქართველოს მოქალაქის სახელზე გამოგზავნეს.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ ქობულეთში საქართველოსა და თურქეთის მოქალაქე ორი პირი დააკავა, რომლებსაც ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა და შენახვა, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა თურქეთის 41 წლის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას ერთი კილოგრამი კოკაინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკი ბრაზილიიდან საქართველოს 25 წლის მოქალაქის სახელზე ამანათის სახით გამოგზავნეს.

უცხოელები თბილისში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს>>

დაკავებულებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.