ადა მარშანია: მესმის დაქორწინებულების აღრიცხვა, მაგრამ შეყვარებულების – ცოტა გაუგებარია

პარლამენტის დეპუტატი, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია საუბრობს თანაპარტიელ ემზარ კვიციანის ინიციატივაზე, რომ შეყვარებული წყვილები აღრიცხონ და დაოჯახებაში დაეხმარონ.
Sputnik

„ბატონი ემზარის იდეა, როგორც ასეთი, მესმის, მაგრამ ფორმულირებასთან დაკავშირებით – ცოტა არ მესმის. ვგულისხმობ შეყვარებულების აღრიცხვას. მე მესმის შეყვარებულების აღრიცხვა, დაქორწინებულების აღრიცხვა, მაგრამ შეყვარებულების აღრიცხვა ჩემთვის ცოტა გაუგებარი რამ არის. ბატონმა ემზარმა ფორმულირება თუ შეცვალა და ადეკვატური გახადა, მისი ეს იდეა აბსოლუტურად გასაგები გახდება“, – ამბობს ადა მარშანია.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დეპუტატმა პარტია „საქართველოს პატრიოტების ალიანსიდან“ ემზარ კვიციანმა ორგანიზაცია დააფუძნა, რომელიც ახალგაზრდებს დაოჯახებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მოსახლეობის რეგიონებში დაბრუნებას.