2019 წლის მთავარი სუპერმთვარე

Sputnik

20 თებერვლის ღამეს ევროპის, აზიისა და ამერიკის მოსახლეობას უჩვეულოდ დიდი მთვარის დაკვირვების საშუალება მიეცა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სუპერმთვარის სურათები, რომლებიც ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან გადაიღეს.

მთვარე დედამიწას გარშემო ერთ თვეში უვლის და ამ დროში მანძილი ჩვენი პლანეტიდან ბუნებრივ თანამგზავრამდე 356,4 ათასი კილომეტრიდან 406,7 ათას კილომეტრამდე იცვლება. სუპერმთვარეს უწოდებენ მოვლენას, როდესაც სავსემთვარეობა ემთხვევა მთვარის უახლოეს მდებარეობას დედამიწასთან მის ელიფსურ ორბიტაზე.

20 თებერვლის ღამეს შესაძლებელი იყო 2019 წლის ბოლო სუპერმთვარის ხილვა. ამჯერად სავსე მთვარე დედამიწას თითქმის რეკორდულ მანძილზე მოუახლოვდა – 356,7 ათას კილომეტრზე. ასეთ მომენტებში მთვარე 14%-ით უფრო დიდი ჩანს და 30%-ით უფრო მკვეთრად ანათებს, ვიდრე სხვა დროს.

1 / 15
სუპერმთვარე მოსკოვში. მარცხნივ - მოსკოვის საერთაშორისო ბიზნეს ცენტრი "მოსკოვ-სითის" კოშკი "Око"
2 / 15
სავსე მთვარე ნიუ-იორკში, მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის თავზე
3 / 15
სუპერმთვარე მაკედონიაში
4 / 15
სუპერმთვარე საფრანგეთის მდინარე ლუარას თავზე
5 / 15
ორთავიანი არწივი სავსე მთვარის ფონზე, მოსკოვი
6 / 15
სუპერმთვარე აკროპოლისის თავზე, ათენი
7 / 15
საბაგირო სუპერმთვარის ფონზე ლონდონში
8 / 15
თვითმფრინავი სუპერმთვარის ფონზე ფრანკფურტში
9 / 15
სავსე მთვარის ამოცნობა არც ისე ადვილია მილანში ტაძრის მახლობლად ქუჩის სფერულ განათებებს შორის
10 / 15
მოსკოვიდან დანახული სუპერმთვარე
11 / 15
ვატ პჰრა დამაკაიას ბუდისტური ტაძარი მთვარის ფონზე, ტაილანდი
12 / 15
სუპერმთვარე "მოსკოვ-სითის" თავზე
13 / 15
თვითმფრინავი სავსე მთვარის ფონზე გერმანიაში
14 / 15
მთვარის ხედი ბერლინიდან
15 / 15
სუპერმთვარე მოსკოვის ცაზე